ოლეგ იაძე: "ნარკომანები მებრძვიან"

ოლეგ იაძე: "ნარკომანები მებრძვიან"

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ოლეგ იაძემ საკადრო პოლიტიკის განხორციელება უკვე დაასრულა და მუშაობას დღეიდან იწყებს,  ამის შესახებ გამგებელმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. "მე ნარკომანები მებრძვიან, რომლებსაც ჩემი ადგილი უნდათ", - განაცხადა იაძემ, თუმცა მას  კონკრეტული პიროვნებები არ დაუსახელებია.

"გასათავისუფლებელი უკვე გავათავისუფლე. დღეიდან ვიწყებ მუშაობას. ჩემს წინააღმდეგ იბრძვნიან ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა თანამდებობები სურთ, მათ შორის გამგებლის. ძალიან ცუდია, რომ კონკრეტული პირები იყენებენ ისევ ჩვენი კოალიციის მხარდამჭერებს", - განაცხადა ოლეგ იაძემ. გამგებელმა საგანგებო შეხვედრა თანამშრომლებთან ჟურნალისტების მისვლამდე მოაწყო. 

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა