პარლამეტარმა გოგა ხაჩიძემ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ”ფეისბუქზე” პოსტი მიუძღვნა.
"პირველი ქორწინება სისხლისღვრით და ომით დამთავრდა, მეორე - რევოლუციით, მესამე - ხელისუფლების გადაბარებით.
ჩვენ, დღეს ვცხოვრობთ, "ბრძენი ქართველი ერის" მეოთხე ქორწინების ეპოქაში.
შეყვარებულობის და რომანტიზმის დაახლოებით ერთწლიანი პერიოდის შემდეგ, 1 ოქტომბერს საყოველთაო ქორწილი გადავიხადეთ და ერიც მეოთხედ გაბედნიერდა.
სიყვარული ბრმაა, თუმცა თვალების ახელა ოჯახის შექნის მომენტიდან იწყება ხოლმე...
ვინ ქმარია და ვინ ცოლი?..
ნუ დავწვრილმანდებით, ამ შემთხვევაში, არა აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა.
გარდაუვალობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთ-ერთს ოდესღაც, აუცილებლად დარჩება უნიტაზი ჩასარეცხი... " - დაწერა ხაჩიძემ "ფეისბუქზე".
