ხაშურის გამგებლად საგალანტერიო ფაბრიკის დირექტორი დაინიშნა

ხაშურის გამგებლად საგალანტერიო ფაბრიკის დირექტორი დაინიშნა

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და საკრებულოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე ცვლილებები განხორციელდა. გამგებლის თანამდებობა გიორგი ბერაიამ დაიკავა, რომელმაც როინ მახარობლიძე ჩაანაცვლა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მახარობლიძე შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა, "ნაციონალმა" სულხან სიბაშვილმა თავის აპარატში დაასაქმა. გიორგი ბერაია ნატურალური და ქიმიური ბოჭკოების დართვის სპეციალისტია. მას წლების განმავლობაში ხაშურის საგალანტერიო ფაბრიკის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

შეიცვალა ასევე გამგებლის სამივე მოადგილე. იოსებ სებისკვერაძემ, გიორგი ჯაფარაშვილმა და ილია მაჭარაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს თანამდებობები. მათი ადგილი ირინა გელაშვილმა, მამუკა წიქარიშვილმა და გოდერძი კაპანაძემ დაიკავეს.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა