დაღესტნელი მაგამედ მაგამედოვი საქართველოს მთავრობისგან ლტოლვილის სტატუსს ითხოვს

დაღესტნელი მაგამედ მაგამედოვი საქართველოს მთავრობისგან ლტოლვილის სტატუსს ითხოვს

საქართველო-რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დაპატიმრებული 23 წლის მაგამედ მაგამედოვი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, საქართველოს მთავრობისგან ლტოლვილის სტატუსს ითხოვს. დაზუსტებული ცნობით, მაგამედ მაგამედოვზე და მიქაელ ქადოევზე რუსეთის ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული. ქადოევს ინტერპოლიც ეძებს.

როგორც მაგამედოვის ადვოკატმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ნინო ანდრიაშვილმა განაცხადა, შესაბამისი მოთხოვნით მაგამედოვმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უკვე მიმართა. "სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მაგამედოვს ციხეში ამ დღეებში შეხვდებიან. საქმის წარმოება უკვე დაწყებულია", - აღნიშნა ნინო ანდრიაშვილმა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა