ქეით მიდლტონის პირველი ოფიციალური პორტრეტი

ქეით მიდლტონის პირველი ოფიციალური პორტრეტი

პრინცი უილიამის მეუღლის, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის პირველი ოფიციალური პორტრეტი უკვე მზადაა. მისი პრეზენტაცია ლონდონის პორტრეტების ნაციონალურ გალერეაში გაიმართა. ღონისძიებას თავად პრინცი უილიამი და  ქეით მიდლტონიც დაესწრნენ.

პორტრეტის ავტორი მხატვარი პოლ ემსლია. მისი განცხადებით, ჰერცოგინიას ის სულ ორჯერ, მაისსა და ივნისში შეხვდა. პირველი შეხვედრა ემსლის სტუდიაში, ხოლო მეორე კენსინგტონის სასახლეში გაიმართა. მაშინ მხატვარმა მიდლტონს რამდენიმე ფოტო გადაუღო და პორტრეტის თავდაპირველი მონახაზები შექმნა.

"ჰერცოგინიამ ამიხსნა, რომ სურდა პორტრეტი ნატურალისტური გამოსულიყო. სურდა ნახატზე ბუნებრივი ყოფილიყო და არა ისეთი, როგორსაც მას ოფიციალურ შეხვედრებზე ხედავენ. ჩემი აზრით, ის ძალიან გახსნილი, ხელგაშლილი და სასიამოვნო ადამიანია.

თავდაპირველად მის სახეზე ღიმილის გამოსახვა არ დამიგეგმავს, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ დამემატებინა - მგონია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე", - განაცხადა მხატვარმა ჟურნალისტებთან.

ქეით მიდლტონმა 65 წლის პოლ ემსლი უამრავი კანდიდატიდან თავად აარჩია, ვინაიდან ჩათვალა, რომ მის მიერ შექმნილი პორტრეტები მაქსიმალურად რეალისტურია.

"ძალიან მომეწონა პორტრეტი. არჩვეულებრივადაა შესრულებული, ბრწყინვალეა!" - აღნიშნა საკუთარი პორტრეტის პრეზენტაციაზე მისულმა ქეით მიდლტონმა. პორტრეტი ძალიან მოეწონა თავად პრინც უილიამსაც.

სამეფო წყვილის აღფრთოვანებას არ იზიარებენ კრიტიკოსები:

"საბედნიეროდ, ჰერცოგინია ქეთრინი რეალურ ცხოვრებაში ასე საერთოდ არ გამოიყურება. ძალიან სამწუხაროა, რომ, ეს პორტრეტი ასეთი საშინელი გამოვიდა" - განაცხადა British Art Journal-ის რედაქტორმა და არტ-კრიტიკოსმა რობინ საიმონმა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს