ვანო მერაბიშვილი სტამბულის აეროპორტში შენიშნეს

ვანო მერაბიშვილი სტამბულის აეროპორტში შენიშნეს

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელ "ფეიბუქის" საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს სათაურით "ვინმე, ვინც ჰგავს ივანე მერაბიშვილს სტამბულის აეროპორტში". ფოტოზე, რომელიც რამიშვილის თქმით, სტამბულის აეროპორტშია გადაღებული, სავარაუდოდ აეროპორტის თანამშრომლების ფონზე ჩანს მამაკაცი, რომელიც ძალიან ჰგავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს.

ინფორმაციას მერაბიშვილის უცხოეთში ყოფნის შესახებ არ ადასტურებენ მისი თანაგუნდელები. ”ამბები.გე”-ს შეკითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა ვანო მერაბიშვილი ბოლო დღეებში სტამბულში და არის თუ არა ახლა საქართველოში, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა უპასუხა, რომ თავისუფალ ქვეყანაში ასეთ კითხვებს არ სვამენ.

"ვანო გუშინ ვნახე საღამოს, დღეს არ ვიცი, არ მიკონტაქტია. თუკი მისი ფოტო აღმოჩნდა სტამბულის აეროპორტში, რა მერე? გუშინ ჩამოვედი და ვნახე ვანო აქ, ოფისში. ისე, თავისუფალ ქვეყანაში ასეთ შეკითხვებს არ სვამენ",- განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

მოგვიანებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის თანამშრომლებმა, ასევე, პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ იმ წუთებში ვანო მერაბიშვილი პარტიის ოფისში იმყოფებოდა.

შალვა რამიშვილის გავრცელებულ ფოტოს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტ-მომხმარებლების დიდმა ნაწილმა ფოტოზე ლევან მაისურაძე "ამოიცნო".

"მაისურაძეა ეს ეტყობა, სულ დაგვაბნიეს",

"ძალიან დაღლილი ჩანს",

"ვაჭრობა ხომ არ დაიწყო",

"ივანე თუ ლევანი",

"სულ მერევა ეგ და ლევანა"

"დაჟე ეგეთი "ჯემპრიც" აქვს ვანოს, მართლა გეუბნები"

"რა მოწყენილი ბოჩოლასავით ზის"

"ჩაუვარდათ ნაცებს საქმეები და ახლა თურქეთში იწყებენ საქმიანობას ალბათ"

"ხომ არ გაიქცა"

"როგორი მობუზულია ნაცების ხერხემალი"

"ძაან საცოდავად ზის, ვანოს ასე არ სჩვევია"

"რა საცოდავადაა, აი რას ნიშნავს დრო! ნაცებო, დრო მეფობს დრო"!!!

"ანუ ოქროს გაასწრო"?

"დაუსხლტა ხელიდან ზოგზოგიერთებს"

"საკალელი ლევან მაისურაძე".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს