რუსეთიდან გამოქცეული ურჩი მამა საქართველოში აღმოაჩინეს

რუსეთიდან გამოქცეული ურჩი მამა საქართველოში აღმოაჩინეს

რუსეთის სასამართლოს აღმასრულებლები ურჩ გადამხდელებს სოციალური ქსელით აქტიურად ეძებენ. ახლახან მათ ალიმენტის არგადამხდელი მამა სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოში აღმოაჩინეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარატოვის მცხოვრებ მამაკაცს ყოფილი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილისთვის ალიმენტი უნდა გადაეხადა. ქალს თანხა არ მიუღია, აღმასრულებლებმა კი აღმოაჩინეს, რომ უპასუხისმგებლო მამა რეგისტრაციის ადგილზე არ ცხოვრობდა.

მევალის პოვნა სამართალდამცველებმა სოციალურ ქსელ "ოდნოკლასნიკებით" შეძლეს. აღმოჩნდა, რომ არგადამხდელი მამიკო რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდა და სარატოვში დაბრუნებას აღარ აპირებს. ამის მიუხედავად, აღმასრულებლები მოვალეს "სკაიპის" საშუალებით დაუკავშირდნენ და ვიდეოსეანსის საშუალებით თავისი მოვალეობები შეახსენეს.

"ვიდეოკავშირის განმავლობაში მამაკაცმა ალიმენტის გადახდის პირობა დადო. ის გააფრთხილეს, რომ გადახდისგან თავის არიდების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება და შესაძლოა, პატიმრობაც შეეფარდოს", - აცხადებენ სარატოვის ოლქის ფედერალური სამსახურის პრეს-სამსახურში.

"სკაიპში" გამართული დიალოგის მეორე დღესვე ყოფილმა ცოლმა საქართველოში გაქცეული მეუღლისგან ფულადი გზავნილი მიიღო, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დავალიანებისა, რაც მამაკაცს რუსეთში მცხოვრები ცოლ-შვილის მართებს.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს