უცხოელი ჟურნალისტების ვოიაჟი აჭარის მთავრობის ფულით ფინანსდებოდა

უცხოელი ჟურნალისტების ვოიაჟი აჭარის მთავრობის ფულით ფინანსდებოდა

აჭარის ყოფილმა მთავრობამ უცხოელი ჟურნალისტების რესტორნებში დაპატიჟება ერთგვარ ტრადიციად აქცია. "გურია ნიუსს" "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრმა" მიაწოდა ოფიციალური დოკუმენტაცია, რითაც უცხოელი ჟურნალისტებისა და სხვა სტუმრების სასტუმროში ცხოვრებისა და რესტორნებში დაპატიჟება დასტურდება.

2011 წლის 1 ივნისიდან 1 ნოემბრამდე აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან ასი ათას ლარზე მეტი სტუმრების რესტორნებსა და სასტუმროებში მომსახურებაში დაიხარჯა. თანხა ძირითადად ბათუმის სხვადასხვა რესტორანშია გადარიცხული. აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდა ჟურნალ "მონოკლის" ჟურნალისტების, დანიელა პელედის და ანდრია გონსალესის "აჭარულ სახლში", "ოქროს თევზში" და "ცეროდენაში" დაპატიჟების ხარჯები. აჭარის მთავრობის მიერ დაპატიჟებულ ჟურნალისტებს შორის მოხვდა "Mtv"- ს  წარმომადგენელთა ჯგუფი, რომელიც ვარშალომიძის მთავრობამ "ოქროს თევზში" დააპურა.

აჭარის მთავრობამ დააფინანსა მიუზიკლის "ქეთო და კოტეს" პრემიერის შემდეგ 250 კაციანი ბანკეტი. სტუმრებს შორის საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წევრები და შოუ ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ. ჯამში, მთავრობამ ბათუმის 12 რესტორანში 1400-ზე მეტი პიროვნების კვებაში გადაიხადა თანხა, ხოლო 3 სასტუმროში 50-ზე მეტი ადამიანის ცხოვრება დააფინანსა.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა