მორდავეთში ბლინის ძეგლს დადგამენ

მორდავეთში ბლინის ძეგლს დადგამენ

მორდავეთში ადგილობრივ საკვებს - ფეტვის ფქვილის ბლინს, პაჩატს, ძეგლს დაუდგამენ. ქვის მონუმენტს სოფელ ატიურევის ცენტრში დადგამენ.

ბლინისთვის ძეგლის დადგმის იდეა ატიურევის რაიონის მთავრობას ეკუთვნის. ჯერჯერობით, ძეგლის პროექტი შემუშავებული არაა და იგი მხოლოდ იდეის დონეზეა.

მორდავული ბლინები არა მხოლოდ ფეტვისგან, არამედ ფქვილის სხვა სახეობებისგანაც მზადდება - ბარდის, წიწიბურას და ხორბლისგან. ყველაზე ხშირად მას სხვადასხვა სახის ფქვილის არევისა და დიდი რაოდენობის კვერცხისგან აკეთებენ. ბლინები სქელი და ჰაეროვანი გამოდის.

ბლინის ძეგლის ნახვა ულიანოვის რეგიონში, ქალაქ სენგილშია შესაძლებელი. ქალაქმა თავი რუსეთის ბლინის დედაქალაქად გამოაცხადა. მონუმენტი 2007 წელს დაიდგა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს