მამაკაცები ოფისებში მოკლე კაბების აკრძალვას მოითხოვენ

მამაკაცები ოფისებში მოკლე კაბების აკრძალვას მოითხოვენ

დასაქმებულ მამაკაცებს ოფისში მოკლეკაბებიანი კოლეგები აღიზიანებთ. ბრიტანულმა ორგანიზაციამ British Heart Foundation დასაქმებული მამაკაცები გამოკითხა და დაინტერესდა, როგორ რეაგირებენ ისინი კოლეგა ქალბატონების ჩაცმულობაზე.

მამაკაცების უფლება რომ იყოს, ქალბატონებს ოფისში მოკლე კაბებთან ერთად, ტანზე მოტკეცილი შარვლებისა და დეკოლტიანი მაისურების ჩაცმასაც აუკრძალავდნენ. მათი თქმით, ოფისში სექსუალური ქალის დანახვა სახიფათოა, რადგანაც გულმავიწყები, დაბნეულები და სევდიანები ხდებიან. 

"სამსახურის შოვნა ისედაც რთულია, სამსახურში სტრესული მდგომარეობა არ გვაკლია და ასეთ მდგომარეობაში, თითქმის შიშველი ქალის გვერდით, საქმეზე კონცენტრაცია გვიჭირს", - ჩივიან კაცები.

გამოკითხული მამაკაცების 30% აცხადებს, რომ ოფისში მისულს განწყობა ეკარგება, როდესაც კოლეგა ქალბატონს მოქარგული, ან სხვადასხვა პრინტით გაფორმებული კოლგოტი აცვია.

აღმოჩნდა, რომ მოკლე კაბა ოფისში მხოლოდ მამაკაცებს არ აღიზიანებთ. დასაქმებული ქალების 67%-ის თქმით, მინი ქვედაბოლო ქალბატონის არაპროფესიონალიზმსა და სამსახურისადმი არასერიოზულობას ამჟღავნებს. ამასთან, წითელი ფერის სამოსი და პომადა ქალის ძლიერ ბუნებასთან და თავდაჯერებულებასთან ასოცირდება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს