მდიდარი ინგლისელი მუსიკოსის ქალიშვილი 13 წელია უკაცრიელ ადგილზე ცხოვრობს

მდიდარი ინგლისელი მუსიკოსის ქალიშვილი 13 წელია უკაცრიელ ადგილზე ცხოვრობს

ემა ორბაქი, მდიდარი ინგლისელი მუსიკოსის ქალიშვილი უკვე 13 წელია უკაცრიელ ადგილზე ბინადრობს.

ბავშვობაში ის თავისი ქვეყნის ყველაზე ძვირადღირებულ სკოლა-პანსიონში სწავლობდა, უცხოეთის ორი ქვეყნის პრეზიდენტების შვილებთან ერთად. სკოლის დამთავრების შემდეგ მშობლებმა სასწავლებლად ოქსფორდში გაუშვეს, რომელიც ჩინური ენის სპეციალისტის დიპლომით დაამთავრა.

ემამ რამდენიმე წლის წინ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - 58 წლის ორბაქი, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, 13 წელია უელსის დასავლეთით, უახლოესი გზიდან 15 წუთის სავალზე, ტყეში, ტალახში ჩაფლულ ქოხში ცხოვრობს.

თუმცა, ემა ორბაქი თავს ბედნიერად გრძნობს ქოხში, რომელშიც არც დენი, გაზი, წყალი, აბაზანა, ტუალეტი, ტელევიზორი, რადიო და თანამედროვე ადამიანისთვის საჭირო სხვა ნივთებია.

როგორც თვითონ ამბობს, ბუნების წიაღში ცხოვრება იმხელა სიხარულს ანიჭებს, რომ ამის ფონზე აღარ უჭირს მარტოობა, არც წყლის ზიდვა, შეშის ჩეხვა, შვიდი ქათმის, 3 თხის, 2 ცხენისა და ორი კატის მოვლა, ბოსტნეულის მოყვანა...

"ბევრს ჰგონია, რომ აქ ცხოვრებით პროტესტს გამოვხატავ რაიმეს ან ვინმეს მიმართ. თუმცა, არა. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ბავშვობა სოფელში, ველად გავატარე. ძალიან მიყვარს ბუნება და ყვავილები. მე და ჩემი ძმა ზოგჯერ საჭმელს ხეზე ვჭამდით. იდეალური დრო იყო. ნამდვილი თავისუფლება მქონდა", - ამბობს ემა ორბაქი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს