სიეტლში რეკორდული გუნდაობა გაიმართა

სიეტლში რეკორდული გუნდაობა გაიმართა

ქალაქ სიეტლის ქუჩებში მსოფლიოში ყველაზე მასობრივი გუნდაობა გაიმართა. ერთმანეთს თოვლის გუნდები დაახლოებით 6000-მდე ადამიანმა დაუშინა. მასობრივი გუნდაობა, როგორც ახალი რეკორდი, გინესის რეკორდების წიგნში უკვე შევიდა.

გუნდაობის მონაწილეებმა თოვლში სანგრები გააკეთეს და საკუთარი საგუშაგოები ყველა შესაძლო ხერხით გაამაგრეს. გუნდაობისას სულ 73 ტონა თოვლი დაიხარჯა, რომელიც ადგილზე ახლომდებარე მთებიდან ჩამოზიდეს. მასობრივმა გუნდაობამ დაახლოებით ნახევარ საათს გასტანა.

დრემდე მასობრივი გუნდაობის რეკორდი სამხრეთ კორეაში დაამყარეს. მაშინ ბრძოლაში მონაწილეობა 5000-მდე ადამიანმა მიიღო.

მომზადებულია snow.co -ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს