ბექა გოჩიაშვილი: "ძალიან მწყინს რომ ჩემს ქვეყანაში ასე მომექცნენ"

ბექა გოჩიაშვილი: "ძალიან მწყინს რომ ჩემს ქვეყანაში ასე მომექცნენ"

16 წლის ქართველმა ჯაზმენმა ბექა გოჩიაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა. 

ვირტუოზმა მუსიკოსმა, რომელმაც სამართალდამცავები მასზე განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულა, მადლობა გადაუხადა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ არავის მიმართ შურისძიება არ ამოძრავებს. 

"ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის, მომხდარით გაოგნებული ვარ და ძალიან მწყინს, რომ ჩემს ქვეყანაში ასე მომექცნენ. არავისზე დაბოღმილი და შურისძიებით განწყობილი არ ვარ, უბრალოდ მინდა რომ ასეთი რამეები, ასეთი ფორმით არსად და მითუმეტეს საქართველოში არ ხდებოდეს..." - დაწერა ბექა გოჩიაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

16 წლის ქართველმა ჯაზმენმა ბექა გოჩიაშვილმა სამართალდამცველები მასზე განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ცნობილი ახალგაზრდა ჯაზმენი ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა მოწმის სტატუსით, მისი მეგობრის ბინის ქურდობის ფაქტზე დაიბარეს და 6 საათის განმავლობაში კითხავდნენ.

როგორც გოჩიაშვილი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, მასზე ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, მათ შორის ემუქრებოდნენ, რომ საზღვარზე არ გაუშვებდნენ. შემთხვევას დიდი გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელებში.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს