კახეთში 15 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

კახეთში 15 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული დაზიანების გამო, კახეთში 15 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ელექტროგადამცემი ხაზები დაწყვეტილია თელავში, ახმეტაში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, საგარეჯოსა და სიღნაღში.

ს.ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციაში" აცხადებენ, რომ ყველა რაიონში უკვე მუშაობს შესაბამისი სამსახური და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 17:00 საათისთვის სრულად აღდგება.

"განსაკუთრებით ძლიერი ქარი თელავსა და დედოფლისწყაროში იყო, რამაც ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, მაგრამ უკვე მუშაობს ექსპლუატაციის სამსახური და ეტაპობრივად მიმდინარეობს აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა", - განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ჟანა დიდებაშვილმა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა