გოგა ხაჩიძე - პირადი სექსუალური ცხოვრების ამსახველი რამე მასალა ჩვენს დროს გამოქვეყნებულა?!

გოგა ხაჩიძე - პირადი სექსუალური ცხოვრების ამსახველი რამე მასალა ჩვენს დროს გამოქვეყნებულა?!

"საჯაროს რატომ ხდით, რა უფლებით?!",- ასე ეხმაურება პარლამენტარი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პროკურატურის მიერ სექსუალური უმცირესობების პირადი ცხოვრების სკანდალური კადრების გავრცელებას. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი სამართალდამცავების მხრიდან ქართველ ჯაზმენ ბექა გოჩიაშვილიზე განხორციელებულ ზეწოლაზეც საუბრობს.

"ანუ, რა ხდება:

ბექა გოჩიაშვილს და მის ძმას პოლიციის შენობაში, მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ლანძღვა-გინებით კითხავენ, ხოლო პროკურატურა ამის პარალელურად ვიღაც ადამიანების სექსუალური ურთიერთობების ამსახველ კადრებს ასაჯაროებს...

თან გვიცხადებენ, მეგის ქარდავას გადაღებულიაო.

სულ რომ პიტერ ჯექსონის გადაღებული იყოს, არ მკიდია!... საჯაროს რატომ ხდით, რა უფლებით?!

ოე! პროკურატურა!..",- წერს ხაჩიძე.

"მართლა მაინტერესებს, შეიძლება ვერ ვიხსენებ... ვინმეს პირადი სექსუალური ცხოვრების ამსახველი რამე მასალა ჩვენს დროს გამოქვეყნებულა?!...", - დასძენს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი.

მთავარმა პროკურატურამ მედიას სკანდალური ვიდეომასალა წარუდგინა, რომელშიც, როგორც პროკურატურა განმარტავს, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელ ცნობილ მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობას ამყარებენ პირები, რომლებიც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ გადაიბირა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს