ჰილარი კლინტონი მხედველობას კარგავს

ჰილარი კლინტონი მხედველობას კარგავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა, წერს ვებსაიტი showbizspy.com. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ჰილარიმ მხედველობა დაკარგოს.

რამდენიმე დღის წინ ის საავადმყოფოში მკურნალობდა - კლინტონს თრომბი ჰქონდა, რომელიც ტვინის შერყევის შემდეგ გაუჩნდა. კლინტონების ახლობლები ამბობენ, რომ მას შესაძლოა, მხედველობის ნერვი დაუზიანდეს და ამან სიბრმავე გამოიწვიოს.

"ჰილარის თვალთ უბნელდება და მეხსიერებას კარგავს. დამატებითმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მას შესაძლოა, მხედველობის ნერვზე იშვიათი დაავადება ჰქონდეს, რაც სიბრმავეს იწვევს. ჰილარის სურს, ეს დიაგნოზი საიდუმლოდ შეინახოს. ჰილარის ქმარ-შვილი, ბილი და ჩელსი მის გვერდით არიან", - წერს showbizspy.com.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჰილარი თრომბის დიაგნოზით ნიუ-იორკის პრესვიტერულ კლინიკაში გადაიყვანეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ფილიპ რაინსის განცხადებით, კლინტონს თრომბი ტვინის შერყევამ გაუჩინა. დეკემბრის დასაწყისში კლინტონმა ვირუსული ნაწლავის ინფექცია გადაიტანა. ავადმყოფობის გამოწვეული გაუწყლოების გამო, მან 15 დეკემბერს გონება დაკარგა, წაიქცა და ტვინის შერყევა მიიღო.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს