ზურაბ ზვიადაურის ნათესავებმა გათავისუფლების შესახებ განცხადებები დაწერეს

ზურაბ ზვიადაურის ნათესავებმა გათავისუფლების შესახებ განცხადებები დაწერეს

"ქართული ოცნების" ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ნათესავებმა, რომლებიც თანამდებობებზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნენ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები დაწერეს.

"ისეთი ამბები ატეხეთ, რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს და მთელმა ზვიდაურებმა განცხადებები დამიწერეს. ბერდია ზვიადაურის და ჩემი ცოლისდის შემთხვევაში განცხადებები უკვე დავაკმაყოფილე, დანარჩენები - ჯერ არა. დაველაპარაკები, იქნებ გადაიფიქრონ", – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, თანამდებობებზე, პარლამენტის წევრის ზურაბ ზვიადაურის ნათესავების მასობრივად დანიშვნის შესახებ სტატია 8 იანვარს გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. სტატიაში მოცემულ მასალებზე დაყრდნობით, ინფორმაცია გაავრცელეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმაც.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ ზურაბ ზვიადაურის ნათესავია ახმეტის სამაშველო სამსახურის უფროსად დანიშნული იმედა ზვიადაურიც, რომლის ძმა მერაბ ზვიადაური გამგეობაში ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელია. ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილი და გამგებლის, ბექა ბაიდაურის დეიდაშვილია კულტურის ცენტრში სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნული მინდია ზვიადაური.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა