ციმბირში ნარკომანიას გაროზგვით შველიან

ციმბირში ნარკომანიას გაროზგვით შველიან

ციმბირის ნარკომანიასთან ბრძოლის კლინიკის ფსიქოლოგები, ნარკოლოგიური და ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან სამკურნალოდ ინოვაციურ მეთოდს იყენებენ. მათი მეთოდი ძალიან მარტივი, მტკივნეული, მაგრამ ეფექტურია - გაროზგვა. 

"ჩვენ წკეპლას პაციენტებს დიდი კუნთოვანი დაჯგუფების არეში ვურტყამთ. ყველაფერი ეს მხოლოდ სამკურნალო მიზნებით კეთდება", - აცხადებს პროფესორი მარინა ჩუხროვა.

საქმე ის არის, რომ პაციენტები, რომლებიც თავს ანებენენ ამ მავნე ჩვევებს, ენდორფინების ("ბედნიერების ჰორმონის") ნაკლებობას განიცდიან. ნარკოტიკის დეფიციტით გამოწვეულ დისკომფორტს გაროზგვის ტკივილი გადაფარავს. ტკივილის განცდის შემდეგ კი ”ბედნიერების ჰორმონის” წარმოქმნის სტიმულირებას ხდება, რაც პაციენტებს ყოველი სეანსის დასრულების შემდეგ თავს ბედნიერად აგრძნობინებს. 

"ყოველი დარტყმის შემდეგ ენით აღუწერელ ტკივილს ვგრძნობ. ეს თითქოს სასჯელია იმისთვის, რაც გავაკეთე, თუმცა როცა სეანსი სრულდება, თავს უკეთ ვგრძნობ", - აცხადებს ციმბირის ნარკომანიასთან ბრძოლის კლინიკის ერთ-ერთი პაციენტი ნატაშა, რომელიც თერაპიის კურსს ნარკოდამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად გადის. ყოველი პროცედურის დროს, მას 60 როზგის მოთმენა უწევს.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს