25 წლის ქალი 9 წლის განმავლობაში 5000 კაცთან იწვა

25 წლის ქალი 9 წლის განმავლობაში 5000 კაცთან იწვა

25 წლის ბრიტანელმა გოგონამ, ნიკი ლიმ ყველა რეკორდი მოხსნა. ის 9 წლის განმავლობაში 5000 მამაკაცთან იწვა.

აქტიური სექსუალური ცხოვრება 25 წლის ქერათმიანმა ლამაზმანმა 16 წლის ასაკში დაიწყო. მას შემდეგ ის პირად დღიურს აწარმოებს, სადაც ყველა იმ მამაკაცის სახელს იწერს, ვისთანაც სქესობრივი კავშირი ჰქონია. თითოეული სახელის ქვეშ ნიკი ლი აქტის მოკლე აღწერას და მისგან მიღებულ შთაბეჭდილებას წერს.

თავად ნიკი აცხადებს, რომ არცერთხელ არ წვება ერთ კაცთან ორჯერ. მას ყოველ ჯერზე ახალი პარტნიორი ჰყავს. ამის გამო გოგონას მოგზაურობაც კი უწევს, რათა ახალი მამაკაცები გაიცნოს.

კითხვაზე, თუ სად იცნობს მომავალ პარტნიორებს, ნიკი ლი ამბობს, რომ ძირითადად მამაკაცები ბარებში, რესტორნებში, დისკოთეკებსა და კინოთეატრებში ხვდებიან.

იმის გათვალისწინებით, რომ 9 წლის მანძილზე მას 5000 პარტნიორი ჰყავდა, ნიკის ყოველდღე სხვადასხვა  და ზოგჯერ დღეში რამდენიმე კაცთან ჰქონდა სექსუალური კავშირი.

რეკორდსმენის თქმით, სექსი მისთვის ერთგვარ ნარკოტიკად იქცა, რის გარეშეც ცხოვრება ერთი დღითაც არ შეუძლია.

მომზადებულია deccanherald.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს