ორგანულად სუფთა პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, ბათუმის აეროპორტში სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. ცენტრი საგამოფენო ჯგუფ "ექსპო ბათუმი -2009" -ის სახით მოქმედებს. ცენტრში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მათ შორის კვების პროდუქტებია წარმოდგენილი. აქვე იგეგმება რამდენიმე ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნაც. აჭარის სავაჭრო სამრეწველო-პალატის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ბათუმში, თამარის დასახლებაში თურქული ინვესტიციებით ფიბრული ძაფების ქარხანა გაზაფხულზე გაიხსნება და მასში 300 ადამიანი დასაქმდება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9