რატომ არ მიიწვია ახალმა ხელისუფლებამ გუბერნიის თანამშრომლები კალანდობაზე?!

რატომ არ მიიწვია ახალმა ხელისუფლებამ გუბერნიის თანამშრომლები კალანდობაზე?!

გურულების კალანდას გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ვიცე-გუბერნატორები არ დასწრებიან. ღონისძიებაზე არც სხვა ადგილობრივი ჩინოვნიკების დიდი ნაწილი ყოფილა. მიიწვიეს თუ არა ახალმა მთავრობის წარმომადგენლებმა თავისი კოლეგები, ამის გაგებას "გურია ნიუსი" შეეცადა.

"კალანდობაზე მიწვევა მე პირადად ოფიციალურად არ მიმიღია, მიწვევა მე ასე მესმის, რომ ადამიანმა მიიღო მოწვევის ბარათი ამა თუ იმ ღონისძიებაზე მისასვლელად, თუ არადა, მინიმუმ სიტყვიერად მაინც გთხოვონ დასწრება. სხვა ფორმით მიწვევა თქვენ გსმენიათ? რაც შეეხება, მქონდა თუ არა ინფორმაცია ღონისძიების თაობაზე, ვადასტურებ, რომ ვიცოდი ტარდებოდა. მეტიც, მე ყოველთვის დავდიოდი და კვლავაც წავალ იქ, სადაც მიმიწვევენ და სადაც საინტერესოს და სიახლის მოლოდინი მექნება. ამას რა სტატუსით გავაკეთებ, როგორც ვიცე-გუბერნატორი თუ როგორც რიგითი ოზურგეთელი, მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს და დამერწმუნეთ, ვერც ვერავინ შემიქმნის სადმე მისვლის დისკომფორტს" - განაცხადა ვიცე-გუბერნატორმა, ლელა თავართქილაძემ.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა