მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ხარისხის მონიტორინგი იწყება

მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ხარისხის მონიტორინგი იწყება

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის მონიტორინგს იწყებს და ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით წინასწარ მიაწვდის.

ელექტროგამანაწილებელ ქსელში სისტემური გამორთვები ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, რადგან ამ დროს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხორციელდება. გარდა ამისა, ზამთრის პერიოდში და ხშირად, უამინდობისას ავარიული გათიშვებიც ფიქსირდება, თუმცა კომპანიების ტექნიკური პერსონალი შესაბამის სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს, რათა დროულად უზრუნველყოს სისტემის გამართული მუშაობა და მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგება.

სამინისტროს  ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე თვის მონაცემებით, თბილისისა და რეგონების ელექტროენერგიის გამორთვის რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა