შიმპანზეებში სამართლიანობის გრძნობა აღმოაჩინეს

შიმპანზეებში სამართლიანობის გრძნობა აღმოაჩინეს

შიმპანზეებს, რომელთაც ადამიანის ყველაზე ახლო ნათესავად თვლიან, სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობა აქვთ, ირწმუნებიან ჯორჯიის შტატის მეცნიერები.

მკვლევარებმა შენიშნეს, რომ თამაშისას, რომელშიც ორმა მაიმუნმა ერთმანეთს ბანანი უნდა გაუნაწილოს, ისინი პარტნიორს იმავე ზომის ნაჭერს აძლევდნენ, როგორსაც თავად იტოვებდნენ.

მეცნიერების აზრით, ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ სამართლიანობის გრძნობა როგორც ადამიანური მახასიათებელი ევოლუციის მეშვეობით გაჩნდა. შიმპანზეები ჯგუფურად ცხოვრობენ, ერთად ნადირობენ და შთამომავლობაზე ზრუნვის მოვალეობას ინაწილებენ.

სხვა კვლევაში მეცნიერების გუნდმა 2-დან 7 წლამდე ბავშვებში "ულტიმატუმის თამაში" ჩაატარეს.

შედეგად დადგინდა, რომ შიმპანზეებისა და ბავშვების რეაქცია, ზრდასრული ადამიანის რეაქციას ემთხვევა.

"ადამიანის გაზიარების უნარის ევოლუციური ძირის აღმოჩენას ვცდილობთ. შიმპანზე, ისევე როგორც ადამიანი, თანამშრომლობისკენაა მიდრეკილი. ისინი ერთობლივ ნადირობაში მონაწილეობენ, საკვებს ინაწილებენ და  შთამომავლობაზე ზრუნავენ",- აცხადებს პრიმატების ნაციონალური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ემორი დერბი პროკტორი.

ამასთან, მანჩესტერის უნივერსიტეტის დოქტორ სიუზან შულცის აზრით, ჯერჯერობით უცნობია, ნამდვილად ესმით თუ არა მაიმუნებს თამაშის არსი.

შულცი თვლის, რომ კვლევის გაგრძელება პრიმატების ჯგუფთან აუცილებელია იმისთვის, რომ ზუსტად დადგინდეს, ეფუძნება თუ არა მაიმუნების ქმედება სამართლიანობის გრძნობას.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს