მექსიკელმა ქალმა ექვსი ტყუპი გააჩინა

მექსიკელმა ქალმა ექვსი ტყუპი გააჩინა

მექსიკელმა სალუდ რომერო რუიზმა ექვსი ტყუპი გააჩინა - ორი გოგონა და ოთხი ბიჭი. 12 წლის წინ ქალს ოთხი ტყუპი ეყოლა. ასე რომ, ეს გამოცდილება მისთვის ახალი არ ყოფილა. თუმცა 31 წლის რომერო რუიზი ამბობს, რომ გაკვირვებულია, რადგან მხოლოდ ხუთს ელოდებოდა.

ექვსი ტყუპის გაჩენა იშვიათობაა. ასეთი შემთხვევები, ძირითადად, ხელოვნური განაყოფიერების შედეგია, თუმცა მექსიკელი ქალბატონი ერთ-ერთი გამონაკლისია. 6 ტყუპი ნაადრევად, ორსულობის მეექვსე თვეში, საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა, რის გამოც ორი მათგანის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს