ჟურნალისტი შალვა რამიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ქუჩის აქციების გამართისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჟურნალისტი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს.
"რატომ არ გინდათ "ნაც მოძის" მომხრეებო, რომ ერთი კარგი ქუჩის აქცია მოაწყოთ და დაგთვალოთ? რა მიზეზები არა გაქვთ? თუნდაც ქუთაისის მკვლელობა გააპროტესტეთ ან ბექაზე განხორციელებული ძალადობა", - წერს შალვა რამიშვილი.
ჟურნალისტის პოსტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:
"ოოოო, თბილისის პარალიზებას ერიდებიან :)"
"მუღამი დაკარგეს :)"
"სად უნდა შეიკრიბონ ხომ ჩაქოლავს ხალხი, ისე კარგია, ვისაც კვერცხის ბიზნესი აქვს ის გაიხარებს, კვერცხი გაუსაღდება"
"ჟურნალისტის ფბ გვერდია თუ ნახალოვკელი კირპიჩასი?"
"არადა, რა მარტივი კითხვა არ გაგიჩნდათ - ქუთაისის მკვლელობა და ბექაზე ძალადობა, მარტო ნაცების მომხრეებმა უნდა გააპროტესტონ?"
"ძალიან გთოხვთ, პატივი ეცით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც ხმა მისცა ნციონალურ მოძრაობას. თქვენ ბატონო შალვა ჟურნალისტი არ ხართ"
