ოზურგეთის გამგებელმა კოალიციის წევრს იარაღის კონდახი ჩაარტყა?!

ოზურგეთის გამგებელმა კოალიციის წევრს იარაღის კონდახი ჩაარტყა?!

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, 15 იანვარს, ღამით, ოზურგეთში ინციდენტი მოხდა. როგორც "გურია ნიუსს" წყარომ აცნობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ნესტორ რამიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. წყაროს თქმით, ინციდენტი, ნესტორ რამიშვილის საცხოვრებელი სახლის წინ მოხდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს უნდა შეხვდნენ.

"მითხრეს, რომ ღამით, დაახლოებით 12 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძე სახლში მიუვარდა ნესტორ რამიშვილს. ჩემი ინფორმაციით, რამიშვილი მას დასაქმებას სთხოვდა, წასულა საქმის გარჩევა, ხმამაღალი საუბარი და ბოლოს, როგორც ვიცი, იარაღიც გამოიყენეს. კოტემ ნესტორს თავში იარაღის კონდახი ჩაარტყა. ადამიანი ცუდადაა, წევს სახლში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არის, - აცხადებს "გურია ნიუსთან" წყარო.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა კოალიცია "ქართული ოცნების" წევრს ნესტორ რამიშვილს და ოზურთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ კოტე შარაშენიძეს, თუმცა ორივე მათგანმა ინფორმაცია უარყო.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა