სურამში ტაბატაძეების 7 სულიან ოჯახს სახლი დაეწვა

სურამში ტაბატაძეების 7 სულიან ოჯახს სახლი დაეწვა

16 იანვარს, დილის 4 საათზე, სურამში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩა ავთანდილ ტაბატაძის 7-სულიანი ოჯახი. ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი წევრი 6 თვის ბავშვია.

როგორც ალექსანდრე ტაბატაძე ამბობს, სახანძრო მანქანების 6 ბრიგადა რამდენიმე საათის განმავლობაში ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდა. მისივე თქმით, ცეცხლის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ გაუმართავი ელექტროსადენებია. ტაბატაძეების ოჯახი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფულად კომპენსაციას ან საცხოვრებელ ფართს ითხოვს. დაზარალებულებმა ღამე მეზობლებთან გაატარეს.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა