ოლეგ იაძე: " გადავდგები, თუკი ეს ქალბატონები საკუთარ სოფლებში გაიმარჯვებენ"

ოლეგ იაძე: " გადავდგები, თუკი ეს ქალბატონები საკუთარ სოფლებში გაიმარჯვებენ"

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ იაძე სოფლის რწმუნებულებს შეხვდა და განუცხადა, რომ ის გადადგომას არ აპირებს. იაძემ თანამშრომლები დაარწმუნა, რომ გავრცელებული ჭორები მას ვერაფერს დააკლებს და პროცესი გარკვეული პიროვნებების მიერ მართულია. კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირობას დებს, რომ თუ მოშიმშილე ქალბატონები საკუთარ სოფლებში ჩატარებულ არჩევნებზე გაიმარჯვებენ, მაშინ გადადგება.

"ქვემო ჭალაში გვინდოდა სოფლის რწმუნებულის შეცვლა. ბატონმა დავით ონოფრიშვილმა დაურეკა ამ ქალბატონებს და უთხრა, რომ ცვლის სოფლის რწმუნებულს. მაგრამ ამაზეც უარი თქვეს. გინდა თუ არა ჩვენ უნდა ვიყოთო სოფლის ხელმძღვანელებიო. მე პირობას გაძლევთ. მოვა თვითმმართველობის არჩევნები და ამ ქალბატონებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ. თუ ისინი საკუთარ სოფლებში გაიმარჯვებენ, მე მაშინვე გადავდგები და ბოდიშსაც კი მოვუხდი მათ, რომ ვერ დავაფასე", - განაცხადა გამგებელმა.

ოლეგ იაძემ რწმუნებულებთან შეხვედრის დეტალებზეც იასუბრა.

"კასპში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარტიის სათაო ოფისში გვქონდა საუბარი, მართალია, არასასიამოვნო, მაგრამ იყო საუბარი. იყო შენიშვნა, რომ ჟურნალისტებთან ინტერვიუები მიმეცა მხოლოდ მიმდინარე პროექტებზე, მაგრამ ვთვლი, რომ რაც ვუთხარი ჟურნალისტებს, ეს საჭირო იყო" - განუცხადა კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა რწმუნებულებს.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ოლეგ იაძე: " გადავდგები, თუკი ეს ქალბატონები საკუთარ სოფლებში გაიმარჯვებენ"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა