როგორ იცინის ზვიგენი

როგორ იცინის ზვიგენი

ზვიგენის გამოჩენა უეჭველ სიკვდილს მოასწავებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გართობა მათაც ჰყვარებიათ.

დასავლურ პრესაში უცნაური ფოტოსურათი გავრცელდა. სტატია - "მაჩვენე შენი მარგალიტივით თეთრი კბილები" ზვიგენზე მოგვითხრობს, რომელიც მყვინთავთან ახლოს მივიდა. მყვინთავი ელი მარტინეზი ამბობს, რომ ფაქტით გაოგნებულია, რადგანაც ზვიგენს თავზე ხელიც კი გადაუსვა და მისგან აგრესია არ უგრძვნია, პირიქით, ზვიგენს სხვა მიმართულებით არ გაუცურავს და თამაში დაიწყო. ფოტოსურათი ბაჰამის კუნძულებზეა გადაღებული.

მარტინეზი ამბობს, რომ მიუხედავად ზვიგენთან დამეგობრებისა, არასდროს ავიწყდებოდა, რომ მის წინ მსოფლიოში ყველაზე საშიში არსება იყო. მისი თქმით, "ერთი არასწორი მოძრაობა და ზვიგენის მსხვერპლი გახდები".

"ზვიგენის პირისპირ ყოფნისას 100%-ით თავდაჯერებული და მშვიდი ვერ იქნები. 10 წელია ამ საქმეს ვემსახურები. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ზვიგენები ბუნებით მშვიდები არიან. ის სახიფათო მას შემდეგ ხდება, როდესაც ვემუქრებით და ვაშინებთ. მნიშვნელოვანია, არ მივიქციოთ მათი ყურადღება. ისინი თავს იმიტომ არ მესხმიან, რომ ხვდებიან, მათთვის საფრთხეს არ წარმოვადგენ და ზიანის მიყენებას არ ვაპირებ", - ამბობს ის.

მომზადებულია i4u.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს