სტიქიით დაზარალებულებმა გურჯაანში აქცია გამართეს

სტიქიით დაზარალებულებმა გურჯაანში აქცია გამართეს

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, "მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება კომპენსაციებს დაპირდა, მისი გაცემა დღემდე არ დაწყებულა".

აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნო დაპირებასაც ახსენებენ და ამბობენ, რომ კომპენსაცია თუ დროულად არ დარიგდა, გლეხები საგაზაფხულო სამუშაოებს ვერ დაიწყებენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურაბ დანელიშვილი გამოეხმაურა. მან აქციის მონაწილეებს კომპენსაციის გაცემის კონკრეტული დრო ვერ დაუსახელა და აქციას "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული უწოდა.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა