სოფიკო გურამიშვილი ყველაზე ლამაზი მოჭადრაკეების სიაშია

სოფიკო გურამიშვილი ყველაზე ლამაზი მოჭადრაკეების სიაშია

ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ ჭადრაკის სამყაროში არც ისე გარკვეული ვარ და ვერც დიდი მოჭადრაკეობით დავიკვეხნი, მაგრამ ინტერნეტი ხომ იცით, როგორი უკიდეგანო და ჩამთრევი სივრცეა.

ჰოდა, სწორედ ინტერნეტში აღმოვაჩინე ერთი სასიხარულო ინფორმაცია. თურმე, მსოფლიოს მოჭადრაკე გოგონებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართველი სოფიკო გურამიშვილია. რამდენიმე საიტზე აღმოვაჩინე მსგავსი რეიტინგები და ერთგან სოფო პირველ ხუთეულშიც კი იყო, რამაც ძალიან გამახარა. მერე გადავხედე ჭადრაკის ჩემპიონატების დღიურებს, რეპორტაჟებს და იქაც ბევრჯერ იყო აღნიშნული სოფიკოს მომხიბვლელობა და ამავე დროს, დახვეწილი გემოვნება.

სოფო ჯერ 23 წლისაა, მაგრამ მრავალი გამარჯვების მოპოვება მოასწრო, ქალებს შორის გროსმაისტერი და საერთაშორისო ოსტატია. ასე რომ, კარგ გარეგნობასთან ერთად, უდავოდ დიდი ნიჭიც აქვს და შრომისმოყვარეც ყოფილა.

რეიტინგში კიდევ იყო რამდენიმე ქალი, მაგრამ მე ყველაზე მეტად ერთი არაბი გოგონა მომეწონა და მის ფოტოსაც გთავაზობთ - მარიამ მანსურიც მოჭადრაკეა და ისიც ულამაზეს მოჭადრაკე გოგონებს შორის არის დასახელებული.

თუმცა დავუბრუნდეთ ისევ სოფიკოს. ინტერნეტში ისიც აღმოვაჩინე, რომ სოფო ძალიან ხშირად გამოდის წყვილში ჭადრაკის გენიოსად აღიარებულ ნიდერლანდელ მოჭადრაკე ანიშ გირისთან.

მან ჯერ კიდევ 14 წლისამ გაითქვა სახელი, როგორც ჭადრაკის ვუნდერკინდმა, დღესაც წარმატებით თამაშობს. ანიშს მამა ნეპალელი ჰყავს, დედა - რუსი, სანქტ-პეტერბურგშია დაბადებული, მაგრამ ნიდერლანდების სახელით გამოდის.

როგორც გავარკვიე, ანიში და სოფო ძალიან მეგობრობენ, შარშან ახალ წელსაც სოფო ანიშსა და მის დებთან ერთად შეხვედრია. ერთი-ორგან ისიც ამოვიკითხე, თითქოს მათ შორის უფრო მეტი რამ არის, ვიდრე მეგობრობა და რომანტიკული ურთიერთობები აკავშირებთ, თუმცა ზუსტად არაფერია ცნობილი. ყოველ შემთხვევაში, არც ეგ იქნება ცუდი, მშვენიერი წყვილია, თან ერთი საქმე აერთიანებთ.

ერთი სიტყვით, სოფიკოს ბუკლიკო კიდევ მეტ წარმატებას უსურვებს როგორც საქმიან, ისე პირად ამბებში.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს