გოგონამ ebay-ზე საკუთარი შიშველი ფოტო ატვირთა

გოგონამ ebay-ზე საკუთარი შიშველი ფოტო ატვირთა

21 წლის აიმი ჯონსის ფოტო ინტერნეტ სენსაციად იქცა. მან ინტერნეტ-აუქციონ ebay-ზე საკუთარი შიშველი ფოტო შემთხვევით ატვირთა.

გოგონას აუქციონზე კაბის გაყიდვა სურდა. გასაყიდი ყვითელი კაბა მან გარდერობის კარზე ჩამოკიდა, რათა მისთვის სურათი გადაეღო. როგოც ჩანს, აიმი ჯონსს მხედველობიდან გამორჩა კარის გვერდით არსებული სარკე, რომელშიც ის შემთხვევით ქვედა საცვლების გარეშე გამოჩნდა.

აიმის სურათისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია და ავტომატურად ატვირთა აუქციონის ვებ-გვერდზე. ebay-ს დაკვირვებულ მომხმარებლებს, რა თქმა უნდა, ფოტოზე შიშველი გოგონა არ გამორჩენიათ.

ფოტო იმდენად პოპულარულია, მისთვის სოციალურ ქსელებში ცალკე პროფილებიც კი შეიქმნა.

”ძალიან უხერხულია. დიდი სისულელე მომივიდა და ახლა მთელმა მსოფლიომ ნახა ჩემი შიშველი ფოტო”, - განაცხადა აიმი ჯონსმა The Sun-თან საუბრისას.

მოგვიანებით გოგონამ კაბის ფოტო ინტერნეტ-აუქციონზე თავიდან განათავსა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს