მამაკაცი, რომელსაც 39 ცოლი, 94 შვილი, 14 რძალი და 33 შვილიშვილი ჰყავს

მამაკაცი, რომელსაც 39 ცოლი, 94 შვილი, 14 რძალი და 33 შვილიშვილი ჰყავს

ინდოეთის შტატ მიზორამში მცხოვრები 67 წლის ზიონა ჩანა მსოფლიოში ყველაზე დიდი ოჯახის უფროსია.

მამაკაცს 39 ცოლი, 94 შვილი, 14 რძალი და 33 შვილიშვილი ჰყავს. მთელი ოჯახი 100 ოთახიან სახლში ცხოვრობს. 4 სართულიანი შენობა მხოლოდ ჩანების ოჯახს ეკუთვნის.

ოჯახში მისული სტუმარი თავს სამხედრო ბაზაზე გრძნობს, რადგან ყველა წევრი ზიონასა და მისი პირველი ცოლის სურვილს ემორჩილება. მათი სიტყვა დანარჩენი 179 ადამიანისთვის კანონია.

ზიონას უფროსი ცოლი, ზატიანგი ყოველ დღე ქალბატონებს განრიგს უწესებს. ქალები განრიგის მიხედვით, სახლს ალაგებენ, სადილს ამზადებენ, ბოსტანში მუშაობენ, მცირეწლოვან ბავშვებს უვლიან და სხვა. ისინი დიდ ფერმას ფლობენ, სადაც ოჯახის წევრი მამაკაცები არიან დასაქმებულნი.

რასაკვირველია, ყველა ერთად სადილობს. თითო სადილისთვის 30 ქათამი, 20 კილო კარტოფილი და დიდი ოდენობის სხვადასხვა ინგრედიენტი იხარჯება. ღამით 39 ცოლი მეუღლის საძინებელს განრიგის მიხედვით სტუმრობს.

ზიონა ერთ-ერთი ადგილობრივი სექტის წევრია. ჩანების ოჯახი ძალიან პოპულარულია. ყოველდღე მათ უამრავი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი სტუმრობს. ზიონას მსოფლიოში ყველაზე დიდი ოჯახის პატრონის ტიტული რამდენიმე წელია მიანიჭეს.

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს