Amusing Planet რუსთავის ბაგა-ბაღს სტატიას უძღვნის

Amusing Planet რუსთავის ბაგა-ბაღს სტატიას უძღვნის

ვებსაიტი Amusing Planet, რომელიც მსოფლიოში ყველაზე უცნაურ, ორიგინალურ და საინტერესო მოვლენებზე წერს, ამჯერად მთავარ გვერდს საქართველოს უთმობს.

Amusing Planet-ის ჟურნალისტებმა რუსთავში მდებარე თვითმფრინავში გახსნილ ბაგა-ბაღზე სტატია დაწერეს.

"საქართველოში, ქალაქ რუსთავში მდებარეობს ბაგა-ბაღი, რომელიც თვითმფრინავშია გახსნილი. თვითმფრინავ Yakovlev Yak-42-ში ბაგა-ბაღისთვის განკუთვნილი ყველა საჭირო ინვენტარია განთავსებული. აკადემიური ქალაქის რექტორმა გარი ჩაფიძემ თვითმფრინავი შეიძინა და ბორტი ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ნივთებითა და სათამაშოებით აღჭურვა. ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს პილოტის კაბინაში თამაშიც შეუძლიათ", - წერს Amusing Planet.

სტატიას თან რამდენიმე ფოტო ერთვის.

რუსთავში მდებარე ბაგა-ბაღზე ბრიტანული და ამერიკული ვებსაიტები ხშირად წერენ.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს