ზვიად კვაჭანტირაძე ოზურგეთის ინციდენტზე - "კოტეს ჩემი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მას ჰქონდა თმენის ვალდებულება"

ზვიად კვაჭანტირაძე ოზურგეთის ინციდენტზე - "კოტეს ჩემი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მას ჰქონდა თმენის ვალდებულება"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ კოტე შარაშენიძესა და "ქართული ოცნების" წევრ ნესტორ რამიშვილს შორის მომხდარი ინცინდენტის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე კომენტარს აკეთებს.

"საერთოდ, ამ ორ ადამიანს შორის თავიდანვე იყო დაძაბული ურთიერთობა, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ კინკლაობის იქეთ საქმე არ წასულა. ასევე, რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი იარაღი არ ყოფილა გამოყენებული. მე მქონდა კოტესთან ამაზე საუბარი გუშინ საღამოს. ნესტორთან არ მქონია, მას ჩემთვის არ დაურეკავს. კოტეს ჩემი მხარდაჭერა აქვს, თუმცა, მას ჰქონდა თმენის ვალდებულება. ეს იყო პირადული საუბარი, არანაირი პოლიტიკა! კოტე იყო ჩვენი აქტიური მხარდამჭერი, არის გამგებელი და შტაბის ყოფილი უფროსი. გეტყვით გულწრფელად, რომ რატომღაც მგონია, ეს იყო დადგმული და ინსპირირებული. არ ვიცი, ვინ ვის დაუპირა ინსპირაცია, რადგან ძალიან ისეთი ინფორმაციები მაქვს ამასთან დაკავშირებით. გაკეთდა მომზადებული კომენტარები ამასთან დაკავშირებით. თითქოსდა, აი, ყველა ამ მომენტს ელოდებოდა, ვინც ეს კომენტარები გააკეთა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს გაუხარდა, რაც მოხდა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, ისინი შერიგდებიან, მორიგდებიან და ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

სრული ვესია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა