გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

პარლამენტარი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქით" შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და მას ბექა და ლაშა გოჩიაშვილების დაკითხვის სრული ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას სთხოვს.

"იცით რა, ბ-ნო ირაკლი!

ბექას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ვმეგობრობ მასთან.

ამ დღეების განმავლობაში, რამოდენიმეჯერ ვესაუბრე ტელეფონით, სკაიპით, facebook-ით. გვქონდა ძალიან გულწრფელი და გულახდილი საუბარი.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი, უკანონო ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს, მისი და მისი ძმის დაკითხვის დროს.

თქვენ უფლება გაქვთ, მე არ მენდოთ და საკუთარ გამოძიებასა და გამომძიებლებს დაუჯეროთ, თუმცა თუ მართლა გჯერათ მათი, იცოდეთ, ისე "ჯიგრულად" იცოდეთ, რომ ცრუობენ.

მე იმედი მაინც მაქვს, რომ თქვენც არ მოიტყუებთ თავს",- წერს ხაჩიძე.

"მივმართავ შსს მინისტრს, ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს!

გამოაქვეყნეთ ბექა და ლაშა გოჩიაშვილების დაკითხვის სრული ვიდეოჩანაწერი.

თუ ვიდეოს გამოქვეყნება რაიმე ტექნიკურ ან იურიდიულ პრობლემასთანაა დაკავშირებული, შესაძლებელია შეიქმნას ჟურნალისტთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც აჩვენებთ აღნიშნულ ვიდეო-მასალებს. დაამტკიცეთ, რომ თქვენი გამომძიებლები არ ცრუობენ და თქვენმა გენ-ინსპექციამ ობიექტური გამოძიება ჩაატარა",-დასძენს ხაჩიძე.

16 წლის ვირტუოზი ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი სამართალდამცველებს მასზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მას 6 საათის განმავლობაში კითხავდნენ. ბექა გოჩიაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველები მას ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

ამჟამად, ბექა გოჩიაშვილი ამერიკაში იმყოფება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს