ძაღლი, რომელიც მესას ესწრება

ძაღლი, რომელიც მესას ესწრება

იტალიის ქალაქ ბრინდიზის კათოლიკურ ეკლესიაში ძაღლი მესას ესწრება.

7 წლის გერმანული ნაგაზი ლოიალ ტომი პატრონის, 57 წლის მარგერიტა ლოჩის გარდაცვალებას ძალიან დარდობს. სწორედ ამ ეკლესიაში გაიმართა მარგერიტას პანაშვიდი. ზარის რეკვისას ძაღლი ეკლესიაში შედის და მესას მორჩილად ესწრება.

თვითმხილველები ამბობენ, რომ უზარმაზარი ნაგაზი ეკლესიაში ყოველთვის ჩუმად ზის და არასდროს დაუყეფია.

"როდესაც მესას ვატარებ, ტომი ყოველთვის ეკლესიაშია. მისგან ხმაური არასდროს გამიგია, ძაღლი ჩუმად ზის და არ ყეფს. როდესაც მისი პატრონი ცოცხალი იყო, უფლებას ვაძლევდი, რომ ეკლესიაში ტომისთან ერთად მოსულიყო. მრევლისგან უკმაყოფილება არასდროს გამიგია. ძაღლი არავის აწუხებს. შეიძლება ითქვას, რომ მარგერიტას გარდაცვალების შემდეგ ტომი ქალაქში მცხოვრებმა ყველა ოჯახმა იშვილა. ხალხს მისთვის საჭმელი მიაქვს, ეფერება, ეთამაშება - ტომი ყველას მეგობარია", - ამბობს მამა დონატო პანა.

იხილეთ ვიდეო: ერთგული ძაღლი, რომელიც მესას ყოველ დღე ესწრება პატრონის ნახვის იმედად

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს