მარიამ საჯაია - ”ეს გახლავთ ანაკლია, სადაც სულ ნახევარი წლის წინ სიცოცხლე დუღდა"

მარიამ საჯაია - ”ეს გახლავთ ანაკლია, სადაც სულ ნახევარი წლის წინ სიცოცხლე დუღდა"

დეპუტატი მარიამ საიჯაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. დეპუტატის თქმით, ინციდენტი, რომლის შედეგად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ დეპუტატს, აკაკი ბობოხაძეს, ზუგდიდში შეკრებილმა ხალხმა კვერცხი ესროლა და შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევდა, მართული იყო "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ფრაქციული ჯგუფის მიერ.

მარიამ საჯაიამ იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება ქუთაისში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვაზე.

"დღეს 14 საათზე ქუთაისში ეწყობა საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა. იმედს გამოვთაქვამ, რომ პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართება, გვექნება შესაძლებლობა წარმოვადგინოთ არგუმენტები და მოვისმინოთ მოქალაქეების პოზიცია საკითხებთან დაკავშირებით, რისი შესაძლებლობაც ზუგდიდში არ მოგვეცა.

ზუგდიდში პროცესი მართული იყო "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ფრაქციული ჯგუფის მიერ, რომელთაც თავიანთი ლიდერის მითითებით წინასწარი სამ დღიანი მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული შეხვედრის აწ უკვე მომხდარი სცენარით განვითარებისთვის. ღიმილისმომგვრელია "ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის უცოდველი სახე და განცხადება, რომ არაფერი იცოდა დაგეგმილი აქციის შესახებ და აუცილებლად ჩაერთვება მომხდარის გამოძიებაში.

უსაფუძვლოა იმის მტკიცება თითქოს "ოცნებას"არაფერი აქვს საერთო ზუგდიდის ინციდენტთან და განვითარებულ მოვლენებთან. ადამიანები რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურობდნენ პროტესტის გამოხატვაში, არიან "ქართული ოცნების" აქტივისტები, ახლა უკვე "ოცნების" მიერ დანიშნული თანამდებობის პირების ოჯახის წევრები და დღეს ზუგდიდში გუბერნატორის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები, სადაც სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალა ხალხის მობილიზება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მათი ზუგდიდში ჩამოყვანა.

ასეთი აქტივობებით არის დაკავებული ახალი ხელისუფლება სამეგრელოში, ნაცვლად იმისა, რომ იზრუნოს რეგიონის წინსვლაზე, ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას ან არსებულის შენარჩუნებაზე მაინც იზრუნოს, რათა არ დადგეს ისეთი სავალალო შედეგი, როგორსაც ფოტოზე ხედავთ. ეს გახლავთ ანაკლია, სადაც სულ ნახევარი წლის წინ სიცოცხლე დუღდა", - დაწერა მარიამ საჯაიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს