პრინც ჩარლზს ოფიციალურ შეხვედრებზე თვალი ქალის მკერდისკენ გაურბის

პრინც ჩარლზს ოფიციალურ შეხვედრებზე თვალი ქალის მკერდისკენ გაურბის

სამეფო ოჯახში ნამდვილი მექალთანეები ცხოვრობენ - პრინც ჩარლზს ოფიციალურ შეხვედრებზეც კი თვალი ქალის მკერდისკენ გაურბის.

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა სახალისო ფოტოსურათები გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა დროსაა გადაღებული - ყველა კადრში პრინცი ჩარლზი მომხიბვლელი ქალბატონების მკერდს მიშტერებია.

ჰოლივუდის ვარსკვლავმა კეტრინ ზეტა ჯონსმა დევიდ ლიტერმანის შოუში იხუმრა, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე პრინც ჩარლზს მისი მკერდისთვის თვალი არ მოუცილებია.

"ძალიან მიყვარს სამეფო ოჯახი, მაგრამ ჩარლზი ცოტა თავხედია", - განაცხადა მსახიობმა.

ჩარლზს არც მამამისი ჩამორჩება. რამდენიმე თვის წინ 91 წლის პრინცი ფილიპი ლონდონის გარეუბანში, ბრომლის რაიონში ხალხს ხვდებოდა, როცა თვალი ახალგაზრდა, ქერა მანდილოსანს დაადგა, რომელსაც წითელი კაბა ეცვა და კაბას მთელ სიგრძეზე "ელვა" მიჰყვებოდა. "დამაპატიმრებენ, თუკი ამ კაბის ელვას გავხსნი?", - ჰკითხა ფილიპმა მის გვერდით მდგარ პოლიციელს.

პრინცი ჰარიც მამასა და ბაბუას ჰგავს. ჰარის მექალთანეობაზე უკვე ლეგენდებიც კი დადის.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს