მახინჯი მოდელების სააგენტო

მახინჯი მოდელების სააგენტო

ლონდონში სამოდელო სააგენტო Ugly Models Agency არსებობს, სადაც ლამაზი გოგონები და ბიჭები კასტინგზე არ დაიშვებიან. სააგენტო მხოლოდ ულამაზო, მაგრამ სახასიათო გარეგნობის ადამიანებთან თანამშრომლობს.

სააგენტოსთან კონტრაქტის გაფორმება მოდელებისთვის დიდი პატივია - ისინი მთელი წლის განმავლობაში მაღალ ხელფასს იღებენ, ფოტოსესიებში მონაწილეობენ და პოპულარული ტელეგადაცემების ხშირი სტუმრები არიან. Ugly Models Agency-ს მოდელები ხშირად მონაწილეობენ კომედიური ჟანრის ფილმებსა და ტელესერიალებში.

სამოდელო სააგენტო თანამშრომლობს მსოფლიო ბრენდებთან - Calvin Klein, Levi’s, Diesel, Vogue, Elle და Cosmopolitan-თან. სააგენტოს მოდელებმა მონაწილეობა მიიღეს პოპულარულ ფილმებში - "ჰარი პოტერი", "ჯეიმს ბონდი", "კარიბის ზღვის მეკობრეები".

სააგენტო თანამშრომლობს გინესის მსოფლიო რეკორდების სააგენტოსთან და უნიკალური გარეგნობის ადამიანების აღმოჩენაში ეხმარება. მაგალითად, მათი რეკომენდაციის წყალობით, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა "მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაცი", "მსოფლიოში ყველაზე მეტი პირსინგის მქონე ქალი" და "ყველაზე ტატუირებული კაცი".

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს