გოგა ხაჩიძე -" სისულელის ჩადენისას ჩვენ მოგვმართეთ, მოვითხოვთ თქვენს მოხსნას და აღარ მოგხსნიან"

გოგა ხაჩიძე -" სისულელის ჩადენისას ჩვენ მოგვმართეთ, მოვითხოვთ თქვენს მოხსნას და აღარ მოგხსნიან"

სისულელის ჩადენის შემთხვევაში ჩვენ მოგვმართეთ, მოვითხოვთ თქვენს მოხსნას და ჩვენს "ჯინაზე" აღარ მოგხსნიან,- ასე მიმართავს "ფეისბუქით" პარლამენტარი გოგა ხაჩიძე მოქმედ მინისტრებს.

"მოგმართავთ მოქმედ მინისტრებს!

თუ "შემთხვევით", რაიმე სისულელეს განაცხადებთ, ან უფრო უარესი - ჩაიდენთ, თანაც ისეთს, რომ თქვენი მოხსნა პრემიერ/მინისტრისგან ლოგიკურ და გონივრულ ქმედებად ჩაითვლება, სასწრაფოდ მოგვმართეთ ჩვენ -საპარლამენტო უმცირესობას.

მოვითხოვთ თქვენს მოხსნას და ჩვენს "ჯინაზე" აღარ მოგხსნიან. უფრო მეტიც, ამის შემდეგ შეგიძლიათ პარლამენტი საერთოდ დაიკიდოთ.

მეთოდი, შეიძლება ითქვას, უკვე აპრობირებულია.

ჩვენი თუ არ გჯერათ, ქ-ნ მაია ფანჯიკიძეს ჰკითხეთ", - წერს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს