მაღვიძარა, რომლის გათიშვის შემთხვევაშიც ელექტროშოკს მიიღებთ

მაღვიძარა, რომლის გათიშვის შემთხვევაშიც ელექტროშოკს მიიღებთ

19 წლის ინდოელმა სტუდენტმა, პროფესიით ინჟინერმა, სანკალპ სინჰამ ორიგინალური მაღვიძარა შექმნა, რომლის გათიშვის შემთხვევაში ელექტროშოკს მიიღებთ.

მაღვიძარა, რომელსაც "დილა მშვიდობის, სიმღერისა და შოკის საათო" ქვია, მცირე დოზის ელექტროშოკის საშუალებით გამოგაფხიზლებთ და ძილის სურვილს გაგიქრობთ. ხშირად ადამიანები მაღვიძარას ხმაზე ფხიზლდებიან, მაგრამ თიშავენ და ძილს განაგრძობენ. სწორედ ამ პრობლემას "ებრძვის" სანკალპის პროექტი. მაღვიძარა ადამიანს პირველივე ზარზე აღვიძებს, გათიშვის დროს კი მცირე დოზის ელექტროშოკს აღებინებს.

მაღვიძარით უკვე დაინტერესდა რამდენიმე კომპანია. თუკი მაღვიძარა გაყიდვაში ჩაეშვება, მისი ღირებულება 100 დოლარი იქნება.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს