თამარ ჩერგოლეიშვილი - "ძლივს, ახალმა ხელისუფლებამ ნორმალური გადაწყვეტილება მიიღო”

თამარ ჩერგოლეიშვილი - "ძლივს, ახალმა ხელისუფლებამ ნორმალური გადაწყვეტილება მიიღო”

როგორც სჩანს, ია ანთაძეს  სურდა, თბილისი დედ ჰასანზე მოტირალი კანონიერი ქურდების სკად გადაქცეულიყო, - წერს "ფეისბუქში" ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.

"აი რას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ჩვენი "სამოქალაქო საზოგადოება" უკიდურესად მძიმე დღეშია. ძლივს ნორმალური გადაწყვეტილება მიიღო ახალმა ხელისუფლებამ და ეს ქალბატონი ტრადიციებზე ლაპარაკობს :) როგორც სჩანს სურდა, თბილისი დედ ჰასანზე მოტირალი კანონიერი ქურდების სკად გადაქცეულიყო.

იმედს გამოვთქვამ, რომ არჩევნების შედეგად ხელისუფლებიდან გამოთავისუფლებული ხალხი, ამ სივრცეში სიტუაციას გამოასწორებს!",-წერს ჩერგოლეიშვილი და ია ანთაძის პოსტს აზიარებს.

"რამდენიმე საათია, თავიდან ვერ ამოვიგდე ფიქრი "დედ ჰასანის" ცხედრის აქეთ-იქით ტარების გამო. გარდაცვლილთან დაკავშირებით საქართველოში გარკვეული ტრადიცია და დაუწერელი წესები არსებობს. არ არის საჭირო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტოს, რატომ არ დაუშვეს ამ ადამიანის თბილისში დაკრძალვა?

წარმომიდგენია, რომ საფუძვლიანი არგუმენტები არსებობდა, მაგრამ მხოლოდ ხუთმა კაცმა უნდა იცოდეს ეს არგუმენტები, როდესაც საქმე საკმაოდ არაორდინარულ (არაჰუმანურ) გადაწყვეტილებასთან გვაქვს?",-წერს ანთაძე.

არსებული ინფორმაციით, მოსკოვიდან ასლან უსოიანის, იგივე "დედ ჰასანის" ცხედარის გადმოსვენების მიზნით, ჩარტერული რეისის მიღების თხოვნით ოჯახმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მიმართა, თუმცა აეროპორტის ადმინისტრაციამ რეისის მიღებაზე უარი განაცხადა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს