"სირცხვილია მარიხუანას სათბურისთვის ადამიანის დაჭერა, როცა ეკა ბერიძის აგრესორი შვილი თავისუფლად გარეთ არის"

"სირცხვილია მარიხუანას სათბურისთვის ადამიანის დაჭერა, როცა ეკა ბერიძის აგრესორი შვილი თავისუფლად გარეთ არის"

გუშინ, ჟურნალისტ ეკა ბერიძის ვაჟი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა და პარალელურად, სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისათვის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც საკუთარ სახლში "მარიხუანას" სათბური ჰქონდა მოწყობილი. ორივე ფაქტს სოციალურ ქსელში რეზონანსი მოჰყვა. "ფესბუქში" დიდი პოპულარობით სარგებლობს ტაბულა ART-ის ჟურნალისტის სალომე ბარკერის სტატუსი, რომელშიც ჟურნალისტი შერჩევით სამართალზე საუბრობს.

"მე მგონი ძალიან დიდი სირცხვილია მარიხუანას სათბურისთვის ადამიანის დაჭერა, მაშინ, როცა ეკა ბერიძის აგრესორი შვილი, რომელმაც ერთ-ერთ ბარში დანით დაჭრა ოფიციანტი თირკმელში და ბონუსად სახე დაუსერა, არის თავისუფლად გარეთ და მასზე სამართლებრივი დევნა შეწყვეტილია.

ბოლოს და ბოლოს თუ იმის სათქმელად ტრაკი არ გვყოფნის, რომ ალკოჰოლი ბევრად უფრო მავნებელია, ვიდრე მარიხუანა, იქნებ მოწევა ავიღოთ და დანით დაჭრას შევადაროთ?", - წერს ბარკერი.

ჟურნალისტ ეკა ბერიძის ვაჟს ბექა ჯიბლაძეს, რომელსაც საქალაქო სასამართლო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მცდელობის ბრალდებით ასამართლებდა, ამნისტია შეეხო და სისხლის სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლდა.

საქმის მასალების მიხედვით, ინციდენტი 2012 წლის 2 აგვისტოს, გვიან ღამით ერთ-ერთი ბარში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, თანხის გადახდის დროს შელაპარაკების შედეგად, ბექა ჯიბლაძემ ბარის თანამშრომელი ცივი იარაღით თავის არეში დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისათვის 1963 წელს დაბადებული გივი მ. დააკავეს.

როგორც დაკავებულის ბინის ჩხრეკისას გაირკვა, ის სახლში 4 დიდ ქოთანში ნარკოტიკულ საშუალება "მარიხუანას" ზრდიდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს