3 წლის ბიჭი ალიგატორებს უვლის

3 წლის ბიჭი ალიგატორებს უვლის

3 წლის ჩარლი პარკერი ავსტრალიაში ყველაზე პატარა რეინჯერია.

ჩარლის ველური ბუნების წარმომადგენლებთან ურთიერთობა არ აშინებს და ალიგატორს თავად უვლის. ბიჭუნა წყალში ჩადის, ალიგატორი, სახელად გამპი ხელში აჰყავს, ცდილობს ცხოველი დაიმორჩილოს და ბოლოს ნაპირზე წარმატებით გაჰყავს.

როცა ბიჭუნას მეგობრები სათამაშოებით ერთობიან, ჩარლი გველებთან და ხვლიკებთან თამაშობს. ჩარლის მამა, გრეგი შვილით ამაყობს და უხარია, რომ ბიჭუნას ეს საქმე უყვარს.

"ჩვენ ჩარლისთვის არაფერი დაგვიძალებია, მას ქვეწარმავლებისადმი სიყვარული დაბადებიდან აქვს. ის ჩვეულებრივი ბავშვია, როგორც ყველას, მასაც ეშინია რაღაცის", - ამბობს ბავშვის მამა.

ჩარლის ოჯახი ავსტრალიის ქალაქ ბალარატში მდებარე ველური ბუნების ცხოველთა პარკს - Ballarat Wildlife Park-ს ხელმძღვანელობს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს