პირველი "ბეტმობილი" აუქციონზე 4,6 მლნ დოლარად გაიყიდა

პირველი "ბეტმობილი" აუქციონზე 4,6 მლნ დოლარად გაიყიდა

ლეგენდარული სუპერგმირის, ბეტმენის პირველი ავტომობილი აშშ-ში, აუქციონზე 5,6 მლნ დოლარად გაიყიდა.

"ბეტმობილი" ცნობილმა ავტოდიზაინერმა ჯორჯ ბარისმა 1955 წლის ავტომობილ Ford Lincoln Futura-ს კონცეფციით დააპროექტა. მან იგი 1966 წელს სპეციალურად ადამიან-ღამურაზე სერიალის გადაღებისთვის  15 000 დოლარად შექმნა.

იდუმალი მილიონერის ბრიუს უეინის ავტომანქანა შავ და ლურჯ ფერად არის შეღებილი და წითელი ზოლები დასდევს. კარებზე ბეტმენის ნიშანი - ღამურაა გამოსახული.

ავტომობილის ახალი მფლობელი ფენიქსელი ბიზნესმენი და ავტომობილების კოლექციონერი რიკ შამპეინია. რარიტეტის იღბლიანი მფლობელის თქმით, იგი პოპულარულ სერიალს ხშირად უყურებდა და განზრახული ჰქონდა იგი ნებისმიერ ფასად შეეძინა.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს