კახელი ფერმერების 19 მოთხოვნა

კახელი ფერმერების 19 მოთხოვნა

კახეთში ფერმერებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს. ისინი ბოლო 6 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და საქართველოს ახალ ხელისუფლებას 19 მოთხოვნით მიმართავენ. წერილში ნათქვამია:

"ხელისუფლებაში ე.წ. ნაცრეფორმატორი ახალგაზრდების მოსვლიდან 3 წლის თავზე, ანუ 2006 წლის ოქტომბრიდან, პირველი დონის თვითმართველობების მოსპობით დაიწყო სოფლის და სოფლის მეურნეობის მიზანმიმართული ნგრევა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ყოველი ახალი სამეურნეო წელი, წინა წელთან შედარებით მძიმეა. მოუსავლიანობას, გაძვირებულ საწვავს, ძვირ, უხარისხო სათესლე მასალას, პესტიციდებს და სხვა პრეპარატებს, ბანკების მაღალპროცენტიან და მოკლევადიან კრედიტებს, ხელოვნურად და ბუნებრივად შექმნილ პრობლემებს, მძიმე მორალურ და მატერიალურ კრიზისს დაემატა მიწის გადასახადის 400-500%-მდე ზრდა, რასაც მოჰყვა ქართული მიწების კატასტროფული სიჩქარით უცხოელებზე მიყიდვა.

2012 წლის დამთავრებამდე კახეთში გაიყიდა 11 500 ჰა-მდე, იმერეთში 700 ჰა-მდე, შიდა ქართლში 900 ჰა-მდე, სამეგრელო-ზემო სვანეთში 16 000 ჰა-მდე (საიდანაც 12 000 ჰა ტყის მასივია). ეს სრული ინფორმაციის მცირე ნაწილია, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ ერი და ბერი გავერთიანდეთ ქვეყნისა და ჩვენი მიწის გადასარჩენად.

ამიტომ, მთავრობის და ხელისუფლების მიერ დაუყოვნელივ უნდა გადაწყდეს შემდეგი საკითხები:

1. მოხდეს მიწის გადასახადის ძველ ნიშნულზე დაყვანა და შესაბამისად მოხდეს 2011 -2012 წლების გადასახადების ხელახალი გადაანგარიშება. ამავე დროს ჩატარდეს მიწის კადასტრი.

2. აუცილებელია ყადაღებისა და ინკასოების გაუქმება, დარიცხული საურავების ჩამოწერა და რეალურად დაანგარიშებული ნარჩენი თანხების ეტაპობრივად, სპეციალური გრაფიკით გადახდა, რითაც ფერმერებს მიეცემათ რეალური შანსი, რომ თვითონ მიხედონ საკუთარ მიწას.

3. შესწავლილ იქნეს სახელმწიფო საზღვარი, ამ ზოლში მოქცეული მიწებისა და აქ დასაქმებული ფერმერების მდგომარეობა. მოხდეს მათი წახალისება ქართული მიწების დასაცავად.

4. დაუყოვნებლივ იქნეს შესწავლილი თუ რამდენად კანონიერად მოხდა უცხოელებზე ქართული მიწების მიყიდვა და შემუშავდეს სტრატეგია გასხვისებული მიწების უკან დასაბრუნებლად.

5. საჭიროა ფიზიკური და იურიდიული პირის სტატუსის მქონე ფერმერების დიფერენცირება, რათა მოხდეს მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობების განვითარებისა და ხელშეწყობის სპეციალური პროგრამების განხორციელება.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა