სტიქიით დაზარალებულმა სურამელებმა ხაშურში აქცია გამართეს

სტიქიით დაზარალებულმა სურამელებმა ხაშურში აქცია გამართეს

ხაშურში მუნიციპალიტეტის შენობის წინ 2011 წლის ზაფხულში მომხდარი სტიქიით დაზარალებულმა სურამის მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც მათ ზარალს დაითვლის და ამ ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება მოხდება.

როგორც ცნობილია, მდინარე სურამულას ადიდების გამო დაახლოებით 200-მა ოჯახმა სერიოზული ზარალი განიცადა. ადიდებულმა წყალმა მთლიანად დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, გაანადგურა წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი.

აქციის მონაწილეები ხაშურის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდნენ. როგორც გამგებელმა გიორგი ბერაიამ განაცხადა: "შეიქმნება სპეციალური კომისია რომელიც ზარალს დაითვლის. მე კონკრეტულად მათ ვერაფერს ვპირდები. როდესაც მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი ჩამოვა, მასთან ერთად განვიხილავ აღნიშნულ საკითხს და ერთად მოვიფიქრებთ, თუ როგორ დავეხმაროთ დაზარალებულებს".

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა