რა სურთ ქალებს?

რა სურთ ქალებს?

შეკითხვაზე "რა სურთ ქალებს", მამაკაცების დიდი ნაწილი პასუხობს, რომ ქალებმა თვითონაც არ იციან, რა უნდათ. თუმცა, კომპანია Sainsbury-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვა მამაკაცებს დაეხმარებათ, რჩეულის გული მოიგონ.

რასაკვირველია, პარტნიორის მაღალი ხელფასი და ძვირფასი საჩუქრები უპირობო ლიდერია, მაგრამ ქალბატონების გულის მოგება უფრო მარტივი ხერხითაც არის შესაძლებელი.

მანდილოსნებისთვის მნიშვნელოვანია კომპლიმენტი და თბილი ჩახუტება. ქალი თავს ბედნიერად გრძნობს, თუკი საჩუქრებითა და თაიგულით გაანებივრებთ; შეიძლება თქვენს რჩეულს ყვავილები არ უყვარდეს, მაგრამ მეგობრებში აუცილებლად დაიტრაბახებს, რომ მამაკაცმა ყვავილი მიართვა. მის დაქალებში კი ვინმე აუცილებლად იქნება რომანტიკოსი, რომელიც თქვენს რჩეულს დაუმტკიცებს, რომ ღირსეული მამაკაცი შეხვდა.

ქალი თავს ბედნიერად გრძნობს, როდესაც სუნამოს და სექსუალურ საცვლებს ყიდულობს. გამოკითხვის მიხედვით, ქალებს ყველაზე მეტად შოპინგი უყვართ. ყველა ქალს ახარებს კომპლიმენტი მის უზადო გემოვნებასთან დაკავშირებით. მანდილოსნები ბედნიერები არიან, როდესაც მამაკაცი ეუბნება, რომ ძალიან ახალგაზრდად გამოიყურება. უცნაურია, მაგრამ ქალების გარკვეული პროცენტისთვის ყველის ჭამა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეგობრებთან საუბარი, ან პედიკურის გაკეთება.

გთავაზობთ ნუსხას, თუ რა სურთ ქალებს და რას მოაქვს მათთვის ბედნიერება:

1. ჩაიცვას კომფორტული საცვლები.

2. უთხრან, რომ წონაში დაიკლო.

3. შეიძინოს საჩუქარი, რომელიც მეგობარს ძალიან მოეწონება.

4. ჩაიცვას სექსუალური საცვლები.

5. მიაღწიოს შეთანხმებას.

6. აჩუქონ ყვავილები.

7. იყიდოს საჩუქარი.

8. უთხრან, რომ ახალგაზრდად გამოიყურება.

9. მისთვის უცნობმა ადამიანმა კომპლიმენტი უთხრას და ჩაცმის სტილი შეუქოს.

10. მიირთვას შოკოლადი.

11. ჰკითხონ, სად შეიძინა ასეთი ელეგანტური კაბა.

12. დაუკავშირდეს ძველ მეგობრებს.

13. კომფორტულად მოირგოს სამოსი, რომელიც მისი წონისთვის პატარა ეგონა.

14. წაიკითხოს საინტერესო წიგნი.

15. მოამზადოს გემრიელი კერძი.

16. წავიდეს შოპინგზე.

17. შეამჩნიონ, რომ დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა ვარცხნილობა.

18. ჩაეხუტოს შვილი.

19. საღამოს მოაწესრიგოს სამოსი.

20. მაღაზიაში ფასდაკლება დახვდეს.

21. უთხრან, რომ მისი შვილები ნიჭიერები და კარგად აღზრდილები არიან.

22. შეიძინოს ახალი სუნამო.

23. ლანჩზე მეგობრებთან ერთად წავიდეს.

24. დებატებში გაიმარჯვოს.

25. ხელმძღვანელმა შეაქოს.

26. ესტუმროს სპა-სალონს.

27. ივარჯიშოს.

28. ყველას აჩვენოს ახალი ჩანთა.

29. დიჯეიმ მისი საყვარელი მუსიკა დაუკრას.

30. შვილებმა სკოლაში კარგად ისწავლონ.

31. სამუშაო დღის ბოლოს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადოს.

32. გადაახარისხოს სამოსი.

33. მიირთვას ყველი.

34. სამსახურში დავალებას წარმატებით გაართვას თავი.

35. წავიდეს პირველ პაემანზე.

36. იჭორაოს მეგობრებთან.

37. უყუროს საყვარელ ტელესერიალს.

38. დალიოს ღვინო მეგობრებთან ერთად.

39. შეიძინოს ახალი კოსმეტიკა.

40. ესტუმროს სალონს მანიკურის გასაკეთებლად.

41. ავტომობილში რადიოს მელოდიებზე ხმადაბლა იმღეროს.

42. მოძებნოს ახალი ჰობი.

43. იყიდოს ერთი ზომით დიდი ბიუსტჰალტერი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს