ოზურგეთის სარეზერვო ფონდს 200 000 ლარი გამოეყო

ოზურგეთის სარეზერვო ფონდს 200 000 ლარი გამოეყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი, გასულ წელთან შედარებით, თითქმის, ოთხჯერ გაიზარდა. ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, 2013 წლის 10 მილიონიან ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი 200 000 ლარით განისაზღვრა, 2012 წლის 18 მილიონიან ბიუჯეტში კი 75 000 ლარი იყო.

როგორც ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ლელა ნაცვალაძე ამბობს, ოზურგეთის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი მაქსიმუმია, რაც ეჭვებს ბადებს, რომ აღნიშნული ათასები არაკანონიერად და გაუმჭვირვალედ დაიხარჯება. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კანონის ხარვეზებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საქართველოს კანონმდებლობა, სამწუხაროდ, არ აკონკრეტებს ფონდიდან გასახარჯი თანხების მიზნობრიობას, აქედან გამომდინარე, მისი ადმინისტრირება და ხარჯვა მთლიანად გამგებლის კომპეტენციის ფარგლებშია. გამგებელი კი აცხადებს, რომ სარეზერვო ფონდის თითოეული თეთრის ხარჯვა გამჭვირვალედ და კანონის დაცვით მოხდება, რისი გადამოწმება ყველა მოქალაქისთვის იქნება შესაძლებელი.

"ეს არის "შავი ფული", რომელსაც მუნიციპალიტეტში გამგეობა, როგორც უნდა, ვისზეც უნდა და რანაირადაც უნდა, ისე გახარჯავს. სინამდვილეში აღნიშნული, დაცული მუხლით თანხები უნდა იყოს მიმართული მხოლოდ სტიქიური უბედურებებისა და საგანგებო მდგომარეობისთვის", - ამბობს ლელა ნაცვლაძე.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა